ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 100% დათვლილია. ქვეყანაში სულ არსებული 3 847 უბნიდან ყველა შედეგი მიიღეს.
ამ შედეგების მიხედვით, თბილისის ყველა და რეგიონების 8 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ნახეთ ოლქები და შედეგები სრულად:
- მთაწმინდა - ბექა ოდიშარია "ქართული ოცნება" - 44,81%; შალვა შავგულიძე "ევროპული საქართველო" - 29,45%
- ვაკე - ნოდარ ტურძელაძე "ქართული ოცნება" - 42,24%, ელენე ხოშტარია "ევროპული საქართველო" - 35,55%;
- საბურთალო - დავით სერგეენკო "ქართული ოცნება" - 43, 23%, ალეკო ელისაშვილი "მოქალაქეები" - 19,16%;
- ისანი - კახა კახიშვილი "ქართული ოცნება" - 46,74%, ხატია დეკანოიძე ენმ - 27,23%;
- სამგორი სოზარ სუბარი "ქართული ოცნება" - 45,87%, ლევან ხაბეიშვილი ენმ - 39,18%;
- დიდუბე-ჩუღურეთი გიორგი ვოლსკი "ქართული ოცნება"- 42,69%, ზურაბ ჯაფარიძე "გირჩი" - 21,09%;
- ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი "ქართული ოცნება" - 43,76% შალვა ნათელაშვილი "ლეიბორისტული პარტია" - 25,01%;
- გლდანი – ლევან კობიაშვილი "ქართული ოცნება" - 42.69%, ნიკა მელია ენმ - 43.88%;
ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".
აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.