"ჩვენ წაგვართვეს არჩევანი" - ბუკიას ბაღიდან საპორტესტო მსვლელობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

გაყალბებული არჩვენების და მოპარული ხმების გასპროტესტებლად, საპროტესტო მსვლეობა ბუკიას ბაღიდან დაიწყო - ოპოზიციის ლიდერები, დედაქალქის ქუჩებში, სპეციალურ ფლაერებს არიგებენ და ხალხს 8 ნოემბერს თბილისის პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებენ. 

"ევროპული საქართველოს" ერთიერთი წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ დაიცავენ მათი ამომრჩევლის ხმებს. 

"ჩვენ წაგვართვეს არჩევანი და ეს განცდაა საზოგადოებაში - ფაქტია, რომ როდესაც ადამიანებს არჩევნას ართმევენ სხვა არჩევანი გვრჩება ჩვენ ყველას, ყველა კონსტიტუციური ნორმით დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლის ხმები და ჩვენი ხმები. ბიძინა ივანიშვილმა კვირას 3 საათზე თავისი თვალით უნდა ნახო რა შედეგი მოჰყვება არჩევნების გაყალბებას და როგორი განწყობა არსებობს ხმის ქურდების მიართ - ამ აქციამ რომლესაც ჩვენ კვირას ვმრთავთ ასევე თამარ ჟვანიასაც უნდა აჩვენოს როგორ უნდა დაისაჯოს ხმების ქურდის ნოტარიუსი, ჟვანია აუცილებლად უნდა მოხვდეს ციხეში, " - ამბობს ირმა ნადირაშივლი 

"გამარჯვებული საქართველოს" ხაშური-ქარელი-გორის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გურამ ჩალაგაშვილის თქმით, ივანიშვილმა არჩვენების შედეგების 60% მოიპარა.  

სპეცოპერაცია ჩაატარა ივანიშვილმა და 60%-ს მოგვპარა არჩევანი -კვრიას 3 საათზე ეს არ იქნება ერთი რომელიმე პარტიის აქცია, ეს არის მთელი საქართველოს აქცია და თუ გვინდა დავიცვათ ჩვენი ხმები, ჩვენი შვილების მომვალი, ხვალინდელი დღე, კვირას ყველამ უნდა მოვიცალოთ და დავანახოთ ივანიშვილს, რომ ვართ ძალიან ბევრი. მილიონზე მეტმა ადამიანმა უთხრა ივანიშვილის რეჟიმს -არა, მაგრამ ეს ყველაფერი ჟვანიას ცენტრაული კორმისიის და მათი დამქაშების თამადობით მოიპარა, მიითვისა მაგრამ არ შერჩება,"- თქვა გურამ ჩალაგავილმა 

შეგახსენებთ, არჩევნები საქარათველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, ცესკომ არჩევნების შედეგები გააყალბა. ოპოზიციურმა პარტიებმა სრული შემადგენლობით უარი თქვეს მოპოვებულ მანდატებზე, დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.

ცნობისთვის, ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი