"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, თამარ კორძაია ამბობს, რომ დღეს ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლით მიიღება. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
"დარწმუნებული ვარ გონიერი სახელისუფლებო გუნდი დაჯერდებოდა 41%, მთლიანობაში მას ოპოზიცია მას მოუგებდა, მაგრამ იქნებოდა ძლიერი წარმომადგენლობით პარლამენტში. მაგრამ, ბიძინა ივანიშვილი ვერ კმაყოფილდება იმ რაოდენობით მონების, რაც მას ხალხმა აჩუქა, მას მეტი მონა სჭირდება, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენი მოქალაქეები ადამიანებს არ ანებებენ ნებაყოფლობით მონობასაც კი", - თქვა თამარ კორძაიამ.
კორძაიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი დაინახავს, რომ სიმართლეს სამართლიანი ბრძოლით დაამტკიცებენ. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს იურიდიული მექანიზმები გამიყენოს, წერენ საჩივრებს ყველა ტიპის დარღვევაზე, მაგრამ ცესკო-ს, გახარიასაც და ივანიშვილსაც უნდა ესმოდეს, რომ არ დაიღლებიან.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა 3 ნოემბერს ერთიან განცხადებას მოაწერეს ხელი სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქცია - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან. ოპოზიციის ლიდერებმა დღეს, 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე ყველა მათგანი უარს იტყვის.