"შეწყვიტეთ ხმების დათვლა" - დონალდ ტრამპი ტვიტს ავრცელებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის მიმდინარეობისას,  ტვიტი გაავრცელა - "შეწყვიტეთ ხმების დათვლა".

თუ  ვის მიემართება და რას ემსახურება ტრამპის მოწოდება, უცნობია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტ ტრამპის კამპანიის წევრებმა, რამდენიმე შტატში, მათ შორის ვინსკონსინში, ხმების დათვლის პროცესის შეწყვეტა და ხელახალი გადათვლა მოითხოვეს. ტრამპის კამპანიის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპიენმა, კი თქვამ რომ დემოკრატები, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით "იტყუებიან, თაღლითობენ და იპარავენ".

რესპუბლიკელი პარტიის წარმომადგენელმა, კი თქვა, რომ ერთ-ერთ შტატში დაფიქსირდა 10,000 ისეთი მოქალაქის ხმა, რომელიც იქ არ ცხოვრობს. რესპუბლიკელების სტრატეგმა, სეთ ვეზერსმა, BBC-თან ინტერვიუში თქვა რომ, ტრამპს სურდა, ხმის პროცესის დათვლის შეწყვეტა მანამ, სანამ კონკრეტულ საარჩევნო უბნებში, ოფიციალური პირები, რესპუბლიკელების გამარჯვების გარანტიას არ გასცემდნენ.

ამ დრომდე ითვლიან ხმებს აშშ-ის ე.წ. "battle ground" ანუ გადამწყვეტ შტატებში , სადაც მთავარი "ბრძოლა" მიმდინარეობს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ დროისთვის ჯო ბაიდენი ლიდერობს, მას აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის 264 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 214. განახლებადი შედეგები იხილეთ აქ.

აქვე ცნობისთვის, დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯო ბაიდენმა ხმების რაოდენობით ბარაკ ობამას რეკორდი მოხსნა.

შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტმა ტრამპმაც და კანდიდატმა ბაიდენმაც, ხმების დათვლის პროცესში იურიდიული გუნდები ჩართეს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში  59-ე საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ფოტოებში შეგიძლიათ ნახოთ აქ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი