"ოცნება"დამთავრებულია და ცდილობს ეს რაღაც თემებით გადაფაროს - ოპოზიცია კობახიძის ბრალდებებზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა"  "გადატრიალებას" გეგმავდა,  ოპოზიციაში ივანიშვილის მიერ ხალხის დაშინების მორიგ მექანიზმად აღიქვამენ. მათი აზრით, ქვეყანაში ედსტაბილიზაციის შემომტანი თავად მმართველი პარტიაა. 

"ეს ზუსტად იმ ზღაპრებიდანაა, რომელიც ჯერ იყო საბურავების რევოლუცია, ნაციონალური მოძრაობა საბურვებს რომ ასასწყობებდა, მერე მოყვა ბარიკადების რევოლუცია, ახლა ელექტროშოკების რევოლუცია, მალე ალბათ ბრელოკების რევოლუცია მოხდება. სასაცილოა ეს ყველაფერი, ისიც კი არ იციან რა უნდა თქვან, უკვე პრაქტიკულად დამთავრებულია და ცდილობს რაღაც თემებით გადაფაროს ეს. დღეს ხალხის მოთხოვნა არის სხვა - დააბრუნეთ მოპარული ხმები და ეს ხმები დაბრუნდება მხოლოდ ხელახალ არჩევნებზე", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი, "ენმ"-ს პოლიტიკური საბჭოს წევრი. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე გუშინ, 5 ნოემბერს  სუს-ში იყო დაბარებული, სადაც მან  იმ სიის შემადგენლობას დაასახელა, რომელიც ქვეყანაში "გადატრიალებას" გეგმავდა. კობახიძე ამბობს, რომ ამ გეგმის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი არიან.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია "შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავდა".

არჩევნებიდან მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მორიგი გამოძიება დაიწყო.

2014 წლიდან, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრული ეს უკვე მეოთხე საქმეა, თუმცა ამ დრომდე არც ერთი საქმე ბოლომდე გამოძიბეული არ არის.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი