ავტოკოლონების მშვიდობიანი აქციის ბოლო ლოკაცია, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და აქტივისტები გაყალბებული არჩევნების  გასაპროტესტებლად
ავტოკოლონებით 11 საათიდან დაიძრნენ ორი სხვადასხვა ლოკაციიდან. ისინი იმყოფებოდნენ სახელმწიფო უწყებებთან, ბოლოს კი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. ამ წუთებში მიემართებიან სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნენს რეზიდენციისკენ. ეს იქნება დღეს ბოლო ლოკაცია, სადაც მშვიდობიანი აქტივისტები გააპროტესტებს იმ რეალობას, რომელიც 31 ოქტომბრიდან ქვეყანაში შეიქმნა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, საოლქოებთან აპროტესტებს იმ შედეგების დაკანონებას, რომელიც ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაწერა. ხელისუფლების ოპონენტები მასობრივ გაყალბებაზე საუბრობენ, თუმცა ცეკსოც და ხელისუფლებაც ამ ბრალდებებს უარყოფს. 

ასევე, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი უკვე მეექვსე დღეა გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი