სროლა ოლიგარქის სასახლესთან - ოპოზიციის აქციაზე სროლის ხმა გაისმა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის შუშის სასახლესთან რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა გაისმა, ნაპოვნია 6 მასრა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, თუმცა მსროლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

სროლის დროს ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. 

"იმ მომენტში, როცა ჩვენ ივანიშვილის სახლთან ახლოს ვაპროტესტებდით გაყალბებულ არჩევნებს, როგორც ჩანს ვიღაცამ გამოიარა, ვერ დავინახეთ და ამოიარა თუ არა გავიგონეთ რამდენჯერმე იარაღიდან გასროლა.. აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ აქ მყოფი პროტესტანტების დასაშინებლად გაისროლა ქოცმა ან ქოცებთან გათანაბრებულმა პოლიციელმა", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე

ასევე, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი უკვე მეექვსე დღეა გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი