ისნის მეტროდან ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები ავლაბრის მეტრომდე მსვლელობით მოქალაქეებს 8 ნოემბრის აქციაზე წასვლას მოუწოდებენ. პროტესტი საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც შეჩერდა, სადაც მონაწილეებმა კომისიასთან მდგარ პოლიციელებს ოპოზიციური აქციის ფლაერები დაურიგეს.
"ყველა ერთად დღეს ვდგავართ იმისთვის, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს, მოვიდნენ სამ საათზე კვირას რუსთაველის გამზირზე რათა ერთად გავაპროტესტოთ ის განუკითხაობა, ამორალური უტიფრობა, რასაც ადგილი ჰქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით", - ამბობს ხატია დეკანოიძე, "ენმ"-ს ერთერთი ლიდერი.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი უკვე მეექვსე დღეა გრძელდება.