"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, გადაცემაში "დღის სტუმარი", ოპოზიციის მომავალ გეგმებზე და ამომრჩევლისთვის წართმეული ხმების დაბრუნებაზე საუბრობს.
"ამ ქვეყანაში სასამართლოს ნდობა არის ნულოვანი და ჩვენ არ გვჯერა, რომ მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლო ადმინსიტრციულ, საარჩევნო ფალსიფიკაციის ნაწილშიც კი ობიექტურები იქნებიან, რა თქმა უნდა არა, პირიქით ეს უკვე "ქართული ოცნებისთვის" არის ყოფნა - არ ყოფნა, შესაბამისად ჩვენი გზა არის სამმხრივი პირველი არის სამართლებრივი დავა, მეორე ჩვენ პარტნიორებთან მუშაობა და მესამე ეს არის მწვავე პროტესტი. ამ თავხედმა ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ადამიანები არ თმობენ თავიანთ ყველაზე ძვირფას ხმას" - თქვა ხატია დეკანოიძემ, "ენმ"-ს ერთერთი ლიდემა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი უკვე მეექვსე დღეა გრძელდება.