წინასწარ გვქონდა ინფორმაცია იმაზე, რასაც ახლა სუს-ი იძიებს - მდინარაძე "გადატრიალების საქმეზე"

გამოქვეყნდა:

მმართველი გუნდი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისევ ოპოზიციას აკისრებს. "ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამკუა მდინარაძის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჰქონდა ინფორმაცია ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმებზე და ეს ლილუაშვილის უწყებას პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც მიაწოდა.

"მთელი სერია იყო, მოსული ინფორმაციების, ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, რასაც დღეს უსაფრთხოების სამსახური იძიებს. მათ შორის ირაკლი კობახიძემ გამოკითხვის დროს მიუთითა წყაროს შესახებაც, მიუთითა დეტალურად სახელი და გვარები ვინ იღებს ამ დესტრუქციის მცდელობაში მონაწილეობას დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. ის ინფორმაცია, რაც პრაქტიკულად დადასტურებულია და რაზეც, როგორც მინიმუმ უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ასაღები აქვთ თავზე იმიტომ, რომ ჩვენ წინადღეს ვლაპარაკობდით კონკრეტულ ადგილებზე სადაც ეს დესტრუქცია იქნებოდა," - ამბობს მდინარაძე. 

მამუკა მდინარაძის თქმითვე, არჩევნებზე იარაღით მისული დიმიტრი შაშკინი "გოიმურად", პროვოკაციულად ცდილობდა თავისი თავის რეკლამირებას. 

შეგახსენებთ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია "შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავდა". მისი თქმით, გეგმის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი იყვნენ.

არჩევნებიდან მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მორიგი გამოძიება დაიწყო.

2014 წლიდან, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრული ეს უკვე მეოთხე საქმეა, თუმცა ამ დრომდე არც ერთი საქმე ბოლომდე გამოძიბეული არ არის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი