საოლქო საარჩევნო კომისიებმა ოპოზიციის 344 საჩივარი განუხილველად დატოვეს - თამარ კორძაია

გამოქვეყნდა:

საოლქო საარჩევნო კომისიემბა საჩივრების განხილვა ისე დაასრულეს, რომ ოპოზიციური პარტიების საჩივრებზე არც კი უმსჯელიათ. ამ საკითხზე ამ წუთებში გაერთიანებულ ოპოზიციაში საგანგებო განცხადებას აკეთებენ.

თამარ კორძაიამ სპეციალურ ბრიფინგზე ბლოკის მიერ შეტანილი საჩივრების შესახებ მონაცემები წარადგინა. 

საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულია 166 განკარგულება და გასაჩივბრებულია ჩვენი 344 საჩივარი, გასაჩივრებულია ჩვენი საჩივრები, რომლებიც განუხილველად დატოვა საარჩევნო კომისიებმა სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად", - თქვა თამარ კორძაიამ.

მისი თქმით, ეს უკანონობა ყოველგვარ ზღვარს სცდება და იმედი აქვს, რომ სასამართლო იგივე გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. 

"რა თქმა უნდა, ძალადობაზე გადასული ხელისუფლება არ აპირებს დათმობაზე წასვლას. ამიტომ, თუ თქვენ სასამართლოს მეშვებით მაინც არ მიიღებთ გონივრულ გადაწყვეტიელბას, კვირას ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ საკუთარ გონივრულ გადაწყვეტილებას და გაგაგებინებენ თავიანთ ხმას", - თქვა თამარ კორძაიამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი