დავდგეთ ყველა ერთად გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ - ოპოზიცია აქციისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება. ოპოზიციური ლიდერები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საზოგადოებას რომ   ხვალ 8 ნოემბერს 3 საათზე რუსთაველზე  გაერთიანდნენ, რათა იბრძოლონ სამართლიანობისთვის და საკუთარი არჩევანის დაცვისთვის.

"8 ნოემბერს, 3 საათზე, თბილისში, პარლამენტის წინ  საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა მოვიდეს ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თვითმყოფადობა, ვისაც არ უნდა, რომ საქართველო გადაიქცეს კოლონიად თუ გუბერნიად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კონსტიტუცია, საქართველოს ჰიმნი თუ გერბი", - თქვა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, ნატო ჩხეიძემ.

"ლელო საქართველოსთვის" წევრის, ლევან სამუშიას თქმით, საქართველოს მომავლის მოპარვა ქართველმა ხალხმა არავის უნდა აპატიოს.

"ვალია თითოეული ჩვენგანის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი დავიცვათ იმისგან, რომ ქვეყანა არ წაიყვანონ რუსეთში", - თქვა  ლევან სამუშიამ.

"ხვალ ჩვენ გვეძახის ჩვენი დიდი ისტორია, ჩვენი დღვანდელობა ჩვენი მომავალი" - თქვა, "ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა 3 ნოემბერს ერთიან განცხადებას მოაწერეს ხელი სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქცია - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან. ოპოზიციის ლიდერებმა დღეს, 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე ყველა მათგანი უარს იტყვის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი