
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღავენლი, ამირან გამყრელიძე, დღევანდელ ბრიფინგზე 8 ნოემბრის მასშტაბურ აქცია ემიანება და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცლის უფლებაა.
"ამოსავალი წერტილი არის დეკლარაცია ადამინის უფლებების შესახებ - ერთერთი მთავარი უფლება არის გამოხატვის თავისუფლება. თუმცა ამაზე უფრო მაღალი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებაა. ამიტომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი - გამოხატვას ვერავინ აკრძალავს, მაგრამ კეთილი უნდა ვინებოთ, რომ ჩვენი შეკრება, ჩვენი მიტინგი არ იქცეს ინფექციის გავრცელების დამატებით წყაროდ", - ამბობს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია, არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად, 8 ნოემბერს 15:00 საათზე ხალხს პარლამენტთან ელოდება.