ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად თავისუფლების მოედანზე აქცია-მსვლელობას მართავენ და ფლაერებს არიგებენ. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ხვალ, 8 ნოემბერს, 3 საათზე მასშტაბურ აქციაზე შეუერთდნენ და არჩევნების გაყალბება გააპროტესტონ.
ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ რომ, საპარლამენტო არჩევნები დაშინებისა და ე.წ. კარუსელების ფონზე ჩატარდა.
"მსოფლიომ უნდა შეამჩნიოს საქართველო, მთელმა მსოფლიომ, ხვალ, 3 საათზე რუსთაველის გამზირზე უნდა დადგეს ერი ამაყი და მართლაც წელგამართული, რომელიც მზად არის დაიცვას საკუთარი თავისუფლება", - თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ საზოგადოებას, ასევე, მოუწოდა, რომ ხვალ COVID-19- ის პანდემიის გამო, რეგულაციები დაცივან და აქციაზე ყველა პირბადით მივიდეს.
დღეს, ასევე, აქცია გამართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერებმა და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, რომ კვირას, 8 ნოემბერს, 3 საათზე ოპოზიცია არჩევნების გასაპროტესტებლად აქციას მართავს.
ამასთანავე,შეგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება