თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციისა და NGO-ების სარჩელებს განიხილავენ

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების სარჩელების განხილვა მიმდინარებს. ხელისუფლების ოპონენტებმა სამართლებრივი დავა მას შემდეგ დაიწყეს, რაც საოლქო კომისიებში მათი საჩივრები არ დააკმაყოფილეს და, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბებული ოქმები არ გააბათილეს.  

"ჩვენ სააპელაციო სასამართლოში გვინდა ვაჩვენოთ, რომ სისტემას ეშინია გახსნას 1 ყუთიც კი დიდუბე-ჩუღურეთში. ეს მაშინ, როცა 50-ზე მეტ უბანზე ვითხოვთ ყუთების გახსნას", - ამბობს დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა დოლიძე. 

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ოქმების უმეტესობაში დისბალანსია, მაგრამ "ქართულ ოცნებაში" მაინც ფიქრობენ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.

ხელისუფლების ოპონენტების გარდა, ოქმების გადახედვას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ. 

"არ დაკმაყოფილდა "საია"-ს საჩივარი, სადაც ვითხოვდით საუბნო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას. 10 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით გვაქვს დავა საქალაქო სასამართლოში", - ამბობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატი. 

თბილისთან ერთად, ოქმების გადათვლას ითხოვენ მცხეთა-მთიანეთშიც. 

"განკარგულებები ტექნიკურადაც კი არასწორადაა შედგენილი - შეცდომით წერია სახელები და გვარები. ვიმედოვნებ, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს მცხეთის სასამართლო", - ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მცხეთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში, თამარ შუკაკიძე. 

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ 38-დან 19 საჩივარი არ განიხილა, ოპოზიციის 21 საჩივრიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა ისნის საოლქო კომისიამაც. 

 გაყალბებული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი