"ქართული ოცნების" წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე პოლიციელს კომპრომატებით აშანტაჟებენ, ხდება მათი გადაბირება, რომ თანამდებობა დატოვონ. ამ თემაზე მან ინფორმაცია სპეციალურ ბრიფინგზე გაავრცლეა.
"როგორც ნახეთ, ძალიან ხშირად, როცა რამე ინფორმაციას წინასწარ ვავრცელებთ ხოლმე, დასტურდება მოვლენებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე პოლიციელის მიმართ ხდება შანტაჟი, გადაბირების მცდელობა, რომ მათ განაცხადონ, რომ ისინი აპირებენ თავიანთი მოვალეობის მიტოვებას, გადადგომას, პროტესტის ნიშნად და ა.შ. წინასწარ გვინდა, გაგაფრთხილოთ, რომ ამ პოლიციელებს, თუ ასეთი ფაქტი მოხდა მართლაც, ემუქრებიან კომპრომატებით, სთავაზობენ ფულს ან კომპენსაციას თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში და ასევე, აშანტაჟებენ პირადი, ძველი ვალდებულებებით", - თქვა გიორგი ხელაშვილმა.
ხელაშვილმა ამის კიდევ ერთ მაგალითად მოიყვანა ივანე ბურდული, რომელმაც ცესკო პროტესტის ნიშნად დატოვა. მან ის "ნაციიონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულ პირად მოიხსენია და თქვა, რომ სინამდვილეში გათავისუფლებული თანამშრომელია.
ბურდული "ცესკოში" საარჩევო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი და 5 ოლქის კოორდინატორი იყო. მან თანამდებობა არჩევნების მასშტაბური გაყალბების გამო დღეს, 6 ნოემბერს დატოვა.