გორის რაიონულმა სასამართლომ და ოპოზიციის არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 52 უბსნის და "ლელო" 39 უბსნის გახსნას და ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათი მოლოდინები გამართლდა, რადგან
სასამართლო და საოლქო საარჩევნო კომისია ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის ხელშია.
ჩვენმა წარმოადგენელმა საოლქო კომისიას მიამრთა საჩივრით და ვითხოვდით 52 უბსნის გახსნას იმირმო, რომ ამ 52 უბნაზე არ დგებოდა ბალანსი, ასევე აღმოჩნდა ზედმეტი ბიულეტენი უბნებზე და გადასწორებული იყო ოქნები მაგრამ საოლქო კომისიამ არ დაგვიკმაყოფილა. დღეს სასამართლომაც განგვიცხადა, რომ ის პოლიტიკურ პროცესებში არის მხარე და არა დამოუკიდებელი ორგანო - აღნიშნულ საარჩელს აუცილებლად წავირებთ სააპელაციოში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმოამდგენელი, ვასილისა ჯობახიძე.
"ლელოს" წარმომადგენელის, პაპუნა კობერიძის თქმით, ოქმები იყო არაკომპეტენტურად შედგენელი, რაც არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს.
გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მალხაზ მირუაშვილი ამბობს, რომ ხმის დათვლის დროს კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
გაყალბებული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, კვირას, 8 ნოემბერს, 3 საათზე ოპოზიცია არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად
აქციას მართავს.