8 ნოემბრის აქცია და მორიგი კომენდანტის საათი - ზურა ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს და მოვლენებს ეხმაურება და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს:
ქვეყანა ჭაობშია და სრული უპერსპექტივობის განცდაა
რომ მოგინდეს, ქვეყნიდან არ გიშვებენ
ორშაბათიდან, სახლიდანაც აღარ გიშვებენ
თუ აპროტესტებ ამ რეალობას, გაჯარიმებენ/გიჭერენ
თუ ძალიან აპროტესტებ, რეზინის ტყვიებს გესვრიან
თუ არჩევნებით ცდილობ ამ რეალობის შეცვლას - დიდ ფულს გახვედრებენ, ნაწილს შენთვისვე წართმეულს
დიდი ფული თუ არ ეყოთ - გიყალბებენ
—-
ამაზე თუ რეაქცია არ გაქვს, მონა ხარ
—-
თუ მონა არ ხარ - ხვალ, 15.00-ზე, რუსთაველზე (მიუხედავად ყველაფრისა)
ასე მარტივად ვუყურებ მე - წერს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, მთავრობამ დღეს ახალი შეზღუდვები დააწესა, რომლის მიხედვით, ქვეყნის 7 ქალაქში, 9 ნოემბრიდან, საღამოს 22 საათის შემდეგ, დილის 5 საათამდე გადაადგილება იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით.