"ენმ - ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია, ამბობს, რომ ხვალ, 8 ნოემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე უდნა მივიდეს ყველა, რადგან არჩევნები არის მოპარული და ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს მიტაცებული არჩევნების შედეგების შესანარჩუნებლად.
რუსთაველის გამზირზე, ჩათვალეთ, რომ არის არჩევნების დღე ხვალ, ამავე დროს ჩათვალეთ, რომ ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან არის შეხვედრა, მსოფლიომ უნდა დაგვინახოს. 5 თვე ვიცხოვრე გლდანის რაიონში, 4500 ადამიანი ვიყავით მარტო გლდანის რაიონში კამპანიურ შეხვედრაზე, ყველანი უნდა წამოვიდეთ, ყველანი უნდა ავდგეთ. - ამბობს მელია .
ის იმ საჯარო მოხელეებს მიმართვს ვისაც აქვს პროტესტის განცდა, თუმცა აქციაზე მისვლას ერიდება.
საჯარო მოხელეებს ვთხოვ, რომ გავიკეთოთ პირბადე, ქუდი დავიხუროთ, მოვიდეთ ვერავინ ვერ შეგამჩნევთ - ამბობს მელია
ნიკა მელიამ გადაცემაშივე თქვა, რომ "ოცნება" კომენდანტის საათით ცდილობს ოპოზიციის პროტესტის შეჩერებას.
ეს ადამიანი ხუფავს. ზამთარში, რომ ხუფავენ რაღაცას და შედებენ თაროზე, სადაც წლებმა შეიძლება იქ გასტანოს, ესე უნდა ამ ადამიანს, არჩევნები აღარ ჩაატაროს და კომენდანტის საათი გამოგიცხადოს, რომ არ გააპროტესტო და მერე ფარცხალაძემ იაროს თავისი "რეინჯ როვერით" თბილისის ქუჩებში - ამბობს ნიკა მელია
შეგახსენებთ, რომ ხვალ, კვირას, 8 ნოემბერს, 3 საათზე ოპოზიცია არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად
აქციას მართავს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ყველა ოპოზიციური ძალა ერთხმად უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე.