მორიგი პროტესტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან - ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტვისტები არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილებმა აქცია-პერფომანსის ფარგლებში, გრინჩის ფიტიული მიიტანეს, რომლესაც თამარ ჟვანიას და ბიძინა ივანიშივლის ფოტოები აქვს. ასევე მიიტანეს სანაგვე ურნა, რაშიც გრინჩის ფიტული მოათავსეს. ეს ყველაფერი მათი თქმით, მოპარული არჩევნების სიმბოლოს გამოხატავს.
აქციის მონაწილეები თამარ ჟვანიას მიმართავენ და მოუწოდებენ, დატოვოს თანამდებობა. მათივე თქმით, არჩევნების გაყალბებისთვის ჟვანიამ პასუხი უნდა აგოს როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებირვად.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, კვირას, 8 ნოემბერს, 3 საათზე ოპოზიცია არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად
აქციას მართავს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ყველა ოპოზიციური ძალა ერთხმად უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე.