"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის სახელით განცხადებას "მთავარი აქცენტების" სპეცეთერში ავრცელებს.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ "მთავარი არხი" მხარში უდგას ქართველ ხალხს და ივანიშვილის რეჟიმის მიერ ხელისუფლების ძალადობრივად მითვისებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
არხის გენდირექტორი აცხადებს, რომ "მთავარი არხი", როგორც ამ ქვეყნის მთავარი კრიტიკული ტელევიზია და ოპოზიციური ხმა, ქვეყანაში მიმდინარე პორცესებში იმოქმედებს ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.
"ჩემი და ჩემი არხი სახელით მინდა გავაკეთო განცხადი. პირველი - ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ ძალადობის. თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ ყველა ინდიკაციას, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს მოვლენების ძალადობრივ რეჟიმში გადაყვანას და არ ტოვებს არავითარ სივრცეს უღრმესი პოლიტიკური კირიზისის მშვიდობიანი და სამართლებრივი გადაწყვეტისთვის, მიუხედავად ამისა ჩვენ, "მთავარი არხი" მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ როგორც ბევრად უფრო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიან მხარეს, არ წამოეგოს ხელისუფლების პროვოკაციებს და უზრუნველყოს პროტესტის მშვიდობიანი მიმდინარეობა.
მეორე - ჩვენ ვეწინააღმდეგებით მოვლენათა იმგვარ განვითარებას, რომელიც "ოცნების" ერთპარტიულ მმართველობას ჩაანაცვლებს ნებისმიერი სხვა პოლიტიკური აქტორის ერთპარტიული მმართველობით. ჩვენ არ ვიბრძვით არც ერთი პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის სახელით. ჩვენ ვიბრძვით და მხარში ვუდგევართ ქართველ ხალხს და ვიცავთ ყველა იმ ხმას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იქნა მიცემული და ჩაიყარა მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრის განსხვავებული პარტიების ყულაბებში.
მესამე - ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფელბის ძალადობრივ მითვისებას ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ არც ერთ ვითარებაში არ მივესალმებით და დავგმობთ ყველა სხვა მხარის მხრიდან მსგავს მცდელობებს, თუმცა, საბედნიეროდ ოპოზიციის სასახელოდ უნდა ითქვა, რომ მათი მხრიდან მსგავსი ქმედების არც ერთი ინდიკაცია ამ დრომდე, არ ყოფილა გამოხატული.
მეოთხე - "ტვ მთავარი", როგორც ამ ქვეყნის მთავარი კრიტიკული ტელევიზია და ოპოზიციური ხმა, მიმდინარე პორცესებში იმოქმედებს ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებში. იმოქმედებს დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი შეხედულებით და არავის ინტერესებში, გარდა ხელისუფლების ერთადერთი და უალტერნატივო წყაროსი - ქართველი ხალხის ინტერესებში.
ჩვენ კვლავ ვიმეორებთ, რომ პასუხისმგებლობა ყველა ქმედებაზე, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, ეკისრება ხელისუფლებას. ხელისუფლებას, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ დატოვოს ლეგიტიმური პროტესტის არავითარი სივრცე.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეგობრების - ამერიკელების და ევროპელების დახმარებით ჩვენ გამოვალთ ღრმა კრიზისიდან იმგვარად, რომ არ მივცემთ შესაძლებლობას ხელისუფლების უზურპაციის მოხდენისა ერთ კონკრეტულ სამთავრობო დაჯგუფებას, რომელიც დღეს უკვე რეალურად, ნელ-ნელა ფორმირდება, როგორც ბანდა, რომელიც ხელში იგდებს საქართველოს მთავარ სახელისუფლებლო სუბსტანციას, ხალხის ნებას, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომ ხელისუფლების წყარო არის მხოლოდ და მხოლოდ ხალხი.
"ტვ მთავარი" და მე პირადად, ყოველთვის ვიქნებით იქ და იმათთან, ვინც აღიარებს, რომ ხელისუფლების ერთადერთი და უალტერნატივო წყარო არის ხალხი და იმოქმედებს ხალხის ნების შესაბამისად," - ამბობს ნიკა გვარამია
შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა, ცესკომ არარეალური შედეგები გამოაქვეყნა, რასაც არჩევნებიდან რამდენიმე საათში პროტესტი მოჰყვა.
ოპოზიცია მასობრივ გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაყალბების დამადასტურებელ ფაქტობრივ მტკიცებულებებს აწვდის. ეუთო/ოდირის, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით, უმეტესწილად, კრიტიკული იყო.
აქვე, შეგახსენებთ, რომ ხვალ, კვირას, 8 ნოემბერს, 3 საათზე ოპოზიცია არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად
აქციას მართავს.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ყველა ოპოზიციური ძალა ერთხმად უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე.