rუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მისულ მხარდამჭერებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ მიმართა. ვაშაძე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ უნდა გაჩერდნენ, რადგან მომავალ თაობას არ დავუტოვოთ პოსტსაბჭოთა ქვეყანა.
იძახიან გვირაბის, ბოლოს შუქი გამოჩნდაო, აღარ გათავდა ეს დედა აფეთქებული გვირაბი. სასამართლო, კანონი სამართალი, მოქალაქეები ნების არჩევანის პატივისცემა. აი რა გვჭირდება ჩვენ - ვიდრე ერთი პარტია ვერაფერს ვერ შესძლებს და ვერც პარტიების ერთობა ვერაფერს ვერ შესძლებს, თქვენ თუ არ დადექით მტკიცედ. ამიტომ აქვს ეს თხოვნა, არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ მიატოვოთ ეს საქმე იმიტომ, რომ სახლში მისასვლელები ვართ, შვილებს უნდა ჩავხედოთ თვალებში და ვუთხრათ, ან ასეთ ქვეყანას გიტოვებთ, რომელზეც ამ ტრიბუნაზე 88 და 90 წელში მდგომი ხალხი ოცნებოდა ან და გიტოვებთ პოსტსაბჭოთა ჭაობს, საიდანაც თქვენ გაიქცევით სულ ყველა - გაუმარჯოს ქართველი ხალხის გამარჯვებას, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე
შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ბათუმში ოპოზიცია, მოქალაქეებთან ერთად, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს. დედაქალაქში გამართულ აქციის მონაწილეებს მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ - მათ შორის, იმერეთიდან, შიდა ქართლიდან, მარნეულიდანაც.