პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა რუსთაველზე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მისულ მხარდამჭერებს მიმართა. ჩალაგაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი წერს არჩევნების იმ შედეგს, რაც მას უნდა და ხელისუფლებაში ყოფნას აპირებს მანა სანამ ცოცხალი იქნება.
დღეს ივანიშვილმა, მაშინ პროპორციული არჩევნები წაგვართვა დღეს ის გვეუბნება, რომ არჩევნები საქართველოში აგერ უნდა ჩატარდეს იმიტომ, რომ მას უჭირავს ხელში პასტა და ფურცელი და რასაც უნდა იმას დაწერს. ივანიშვილი გვეუბნება, რომ მანამ ცოცხალი იქნება ის უნდა იყოს ხელისუფლებაში, მერე უნდა იყოს ბერა, მერე ზებრა და ასე შემდეგ. 30 წლის წინ აქ მდგომმა ადამიანებმა მოიპოვეს საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ამას გვართმევს დღეს ივანიშვილი, ეს უნდა, რომ წაიღოს მაგრამ არა ამას ვერ იზამს, იმიტომ, რომ დღეს არის ძალიან დიდი ერთობა, - ამბობს გურამ ჩალაგაშვილი.
გურამ ჩალაგაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, ივანიშვილს შეახსენა - 8 საათამდე აქვს დრო, რომ თამარ ჟვანიასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება.
სამი საათი გაქვს ივანიშვილო, რომ გონს მოეგო, რომ მოხვიდე და თქვა, რომ დანიშნულია ახალი არჩევნები, რომ ჟვანია და მისი მინები აღარ არიან საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომ ყოველ დღე აქ არ უნდა დაიჭირო ბიჭები ტყუილად, - თქვა ჩალაგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან - მათ შორის, იმერეთიდან და შიდა ქართლიდან. დედაქალაქში მარნეულიდანაც ჩამოვიდნენ.
თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს.