თბილისში, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ბიძინა ივანიშვილისთვის წაყენებული ულტიმატუმის ამუწურვამდე ერთი საათია დარჩენილი.
ოპოზიციის ულტიმატუმის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 20:00 საათამდე უნდა უზრუნველყოს ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ამას გარდა, უნდა გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ხოლო პოლიტპატიმრები, მათ შორის, ბოლო დღეებში დაკავებული პირები უნდა გათავისუფლდნენ.
ეს მოთხოვნები აქციაზე "ევროპული საქართველოს" ერთერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ წაიკითხა და განაცხადა, რომ მოთხოვნები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ხალხი მხარს დაუჭერს.
იმ შემთხვევაში, თუ ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ ივანიშვილისა და ხელისუფლების ვერტიკალის მხრიდან პასუხი არ იქნება, ოპოზიცია ახალ გეგმას გააცნობს შეკრებილებს.
ამ დროისთვის უკვე ცნობილია "ქართული ოცნების" პირველი რეაქცია ოპოზიციის მოთხოვნებზე - გიორგი კახიანი ოპოზიციის ულტიმატუმს აბსურდულს უწოდებს.
შეგახსენებთ, თბილისის პარალელურად, ხალხი არჩევნების გაყალბებას ბათუმშიც აპროტესტებს.
თბილისისა და ბათუმის პარალელურად, აქციები იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც. ქართველი ემიგრანტები ჰანოვერში, ფრანკფურტში, ბარში იმ მოთხოვნებს უერთდებიან, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ისმის და მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ.