წავიდეთ ცესკოსთან და მოვითხოვოთ ფალსიფიცირებული არჩევნების გაუქმება - გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოწურულია. ოპოზიციის გადაწყვეტილებით საპროტესტო აქცია ცესკო-ს შენობასთან მსვლელობით გადაინაცვლებს.  "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი გიორგი ვაშაძე რუსთაველზე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მისულ მხარდამჭერებს მიმართა. ვაშაძე ამბობს, რომ ცესკოსთან მოითხოვენ გაყალბებული არჩევნების გაუქმებას. 

დღეს არის გადამწყვეტი წუთი და წამი, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ შეუპოვრები, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. ამიტომ ერთიანი ძალით დავიძრათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ და მოვითხოვოთ ფალსიფიცირებული არჩევნების გაუქმება. ეს ბრძოლა არ არის მარტივი, მაგრამ ამ ბრძოლის ბოლოს არის დიდი გამარჯვება - წავედით ცესკოსკენ, - თქვა გიორგი ვაშაძემ  

 ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს დღეს საღამოს 8 საათამდე მისცა ვადა და პოლიტიკური მოთხოვნები გაახმაურა.

თუმცა, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს დღე "ხვალ დალაპარაკება" შესთავაზა. ოპოზიციასთან კონტაქტზე როგორც ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას თქვა, კობახიძე-თალაკვაძე გამოვიდნენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი