"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოება არჩევნების გაყალბების ეპიცენტრში, ცესკოსთან გადაინაცვლებს და პროტესტს გააგრძელებს.
"არჩევნების წართმევის გაფორმება ხდება სწორედ ცესკოში. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ჟვანიას გადაყენებაა, შესაბამისად, ეხლა ამდენი ადამიანი გადაინაცვლებს იქ და თამარ ჟვანიას მოუწევს, რომ გადადგეს", - ამბობს ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციამ თავის მოთხოვნებზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ცინიკური პასუხი მიიღო, ამიტომ პროტესტი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას ხელახალი არჩევნები, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოსთხოვა.
თუმცა, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს დღე "ხვალ დალაპარაკება" შესთავაზა. ოპოზიციასთან კონტაქტზე როგორც ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას თქვა, კობახიძე-თალაკვაძე გამოვიდნენ.
8 ნოემბერი ფოტოებში - ხალხის პასუხი მოპარული არჩევნების ავტორებს