ნიკა მელიამ იცრუა- კობახიძე ოპოზიციასთან კონტაქტს უარყოფს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე კობახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ოპოზიციას ხელისუფლებიდან ის და არჩილ თალაკვაძე დაუკავშირდნენ. როგორც კობახიძე ამბობს, კონტაქტზე ოპოზიციიდან თინა ბოკუჩავა გავიდა და შეხვედრა ითხოვა.

კობახიძის თქმით, შეხვედრა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იქნება ამის მოთხოვნა და ანგარიშს მხოლოდ მათ გაუწევენ. 

ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს არის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშირდა - მე და არჩილ თალაკვაძეს, ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ჩვენ მას ვუპასუხეთ, ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, განგვიმარტა სავარაუდო ფორმატი, რაზეც განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ ინიციატივებს“ თქვა კობახიძემ.

​კობახიძემ ტრადიციულად თავები დაითვალა და თქვა, რომ პიკის დროს აქციაზე მხოლოდ 7 ათასი ადამიანი იყო, ცესკოსთან გადანაცვლებით, კი ოპოზიციამ ეს აქციაც დაშალა - მივლენ ცესკოსთან მერე დაიშლებიან - ამბობს კობახიძე.

მისივე თქმითმ, უჩა მამაცაშვილის თბილისში გამოძახებაზე საუბარი სპეკულაციაა  და სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

"მთავარი არხის" გამოთვლით, აქციაზე 45 000-მდე ადამიანი მივიდა
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი