ეს სპეცოპერაცია არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - ჯიშკარიანი წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებაზე

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, ამბობს, რომ ხელისუფლებამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ უსამართლოდ გამოიყენა. 

მისი თქმით, ამ ქმედებით ხელისუფლება საკუთარ ხალხს ძალადობრივად დაუპირისპირდა. 

"პროტესტი მოჰყვა 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შედეგების უპრეცედენტო გაყალბებას. აღნიშნული სპეცოპერაცია არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - გამოხატვის თავისუფლებას და წარმოადგენს არასათანადო მოპყრობის ფაქტს საკუთარი მოსახლეობის მიმართ. მოუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა", - წერს მარიამ ჯიშკარიანი.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-სთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ისე რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს.

წყლის ჭავლის გამოყენებას გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი