მოდი დაგვენახე, საკმარისი ხალხი ვართ თუ არა - ელისაშვილი კობახიძეს

გამოქვეყნდა:

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, "ცესკოსთან' პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენებას ეხმიანება და აცხცადებს, რომ არავის ეშინია წყლის ჭავლის და ჯარის.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები არ დაიშლებიან, სანამ ხელისუფლება მთელი საქართველოს წინაშე ბოდიშს არ მოიხდის და თამარ ჟვანია არ გადადგება. 

"არც იმ ჯარის არ ეშინია არავის, არც წყლის ჭავლის მანქანის ეშინია არავის. თუ დღეს არ ვიბრძოლეთ უკეთესი საქართველოსთვის და ჩვენ უფლებებისთვის, ჩვენი ხმებისთვის, გადაგვივლიან ბოლომდე", - ამბობს ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საქართველო უფსკრულის პირას მიიყვანა და ქართველი ხალხი აბუჩად აიგდო.

"მოქალაქეების" ლიდერმა ირაკლი კობახიძესაც მიმართა:

"მოვიდეს აბა ირაკლი კობახიძე, მოდი ერთი, საკმარისი ხალხი ვართ თუ არა, მოდი ერთი დაგვენახე აბა, მაგარი ბიჭი თუ ხარ", - თქვა ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ცესკო-სთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ისე რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს.

წყლის ჭავლის გამოყენებას გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი