საქალაქო სასამართლოში ცესკო-სთან დაკავებული 5 პირის ადმინისტრაციული პროცესი გაიმართა.
სასამართლომ 2 მათგანს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 3-ს კი - 1000 ლარიანი გირაო დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ გუშინ, 8 ნოემბერს, აქციაში მონაწილე 19 პირი დააკავა.
მათ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.