ოპოზიცია რადიკალურ ნაბიჯებს დგამს, "ოცნება" კი ცდილობს, კონსტრუქციული იყოს - გივი მიქანაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, გივი მიქანაძე, ამბობს, რომ ოპოზიცია რადიკალურ ნაბიჯებს დგამს, მმართველი პარტია კი, მაქსიმალურად ცდილობს, კონსტრუქციული იყოს. 

"ვცდილობთ, მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ, სადაც თითოეული მოქალაქის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული და მოხდეს კონსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებში ამ საქმიანობის გაგრძელება, ამ კუთხით ოპოზიცია დგამს მხოლოდ რადიკალურ ნაბიჯებს, რომელთა მიმართაც ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციული ვიყოთ", - თქვა მიქანაძემ. 

გივი მიქანაძის თქმით, "ცესკომ" უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს ისტორიაში პირველად, 39 უბანზე, ხმების გადათვლა დაიწყო. ოპოზიციური პარტიების მხრიდან კი, გადათვლის პროცესს "აჟიოტაჟი" მოჰყვა.

ამასთან, გივი მიქანაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წევრებისთვის ნებისმიერი შედეგი მიუღებელია, მათი მხრიდან წაყენებული მოთხოვნები კონსტიტუციურ ჩარჩოს სცდება და არალეგიტიმურია. 

შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა ოპოზიციის 344 საჩივარი განუხილველად დატოვეს.

საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელიც, თამარ კორძაია და ამბობს რომ "დაკარგული ბიულეტენების რაოდენობა 13125-ია".

ასევე შეგახსენებთ, რომ გუშინ ხელისუფლებამ ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვა ისე, რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილა. 

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე გრძელდება. 

მთავარი შაბათს | 25.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი