პოლიციამ თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო ხატია დეკანოიძე დააჯარიმა. როგორც დეკანოიძე ამბობს, ჯარიმა იმ დროს გამოუწერეს, როდესაც რუსთაველის გამზირიდან სანაპიროს მიმართულებით გადაადგილდებოდა.
დეკანოიძეს 2 000 ლარიანი ჯარიმა 42-ე მუხლის საფუძვლზე გამოუწერეს. ოპოზიცის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჯარიმას გაასაჩივრებს და არ გადაიხდის, ვინაიდან დაწესებული შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.
22 საათიდან, გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შსს კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ დაჯარიმდება ყველა, ვინც არ დაემორჩილა კანონს.