ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს. 

რუსუდან გოცირიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რადგან პოლიციამ არასაკმარისად მიიჩნია ტელეკომპანია პირველის საშვის დეტალები, რომლის სტუმარიც თავად იყო, მას ჯარიმა დაუწერეს. 

“დაჯარიმებული ვარ 2000 ლარით, რადგანაც პოლიციამ არასაკმარისად მიიჩნია TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ს მიერ გაცემული საშვის დეტალები. მერე რა, რომ ეწერა, რომ სტუმრები ვიყავით სტუდიაში და სტუდია კი რუსთაველზე იყო მოწყობილი. მისამართის დაზუსტებაა საჭიროო.... 

აი, ასეთი სიზუსტით აღასრულებენ კანონს ჩვენს ქვეყანაში”, - წერს რუსუდან გოცირიძე. 

შეგახსენებთ, საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილების შეზღუდვაა დაწესებული, რაზეც, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ხელისუფლებამ არა ადამიანების ჯანმრთელობის გაფრთხილების მიზნით, არამედ პოლიტიკური მოტივით გააკეთა. პოლიტიკოსებიც და არასამთავრობო სექტორიც, სამოქალაქო სახოგადოებასთან ერთად, თანხმდება, რომ ეს შეზღუდვა არაკონსტიტუციურია. 

ამასთან რუსთაველის გამზირზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს აქცია, რომლის ჯერ კიდევ დაწყებამდე და იქამდე სანამ შეზღუდვა ამოქმედდებოდა, მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტები დააკავეს. 

მოგვიანებით კი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ხატია დეკანოიძე დააჯარიმეს. 

დღესვე, შსს-მ თქვა, რომ ყველა იმ პირის იდენტიფიცირება მოხდება, ვინც დაწესებულ შეზღუდვას არღვევს, მოგვიანებით კი დაჯარიმდებიან. 

აქვე, შეგახსენებთ, რომ “მთავარმა არხმა” შეზღუდვასა და დაკავებულ ნოდო რუხაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი