წუხელ პოლიციელებმა, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო, აქციის მონაწილე აქტივისტებისა და სტუდენტების ნაწილი 2000 ლარით დააჯარიმეს.
თავის მხრივ, შსს-მ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ უწყება დააიდენტიფიცირებს ყველა კანონის დამრღვევს და 22:00 საათის შემდეგ ქუჩაში დარჩენის გამო ფიზიკურ პირს 2000 ლარიანს იურიდიულ პირს კი 10 000 ლარიან ჯარიმას გამოუწერს.
"ყველა ჯარიმა, ბუნებრივია, გასაჩივრდება ბოლომდე და ყველაფერს ვიზამთ, რომ ამ ადამიანებს არ მოუწიოთ უსამართლო ჯარიმების გადახდა", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე.
ცნობისთვის, დაჯარიმებულებს შორისაა "ენმ"-ის ერთერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე და ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში 22:00 - 05:00 დროის პერიოდში გადაადგილება აკრძალულია.