თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე პოლიციამ "მთავარი არხის" ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე დააკავა. რუხაძე სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის მანქანით წაიყვანეს.
რუხაძესთან ერთად, დაკავებულია აქციის კიდევ 2 მონაწილე - ლექსო მაჭავარიანი და გიორგი მჟავანაძე.
შეგახსენებთ, რომ 22 საათიდან დედაქალაქში გადაადგილდება იზღუდება, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები დაუმორჩილებლობას აცხადებენ და ღამის გათევას სწორედ პარლამენტის შენობასთან აპირებენ. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც, რომლებიც ასევე არ აპირებენ დაწესებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ.
სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ აქტივისტებს აქციის ტერიტორიაზე, ღამის გასათევად მომარაგებული შეშის შეტანის საშუალებაც არ მისცეს.