რეგიონული სტაბილურობა ჩვენს ნატოში გაწევრიანებას მოითხოვს - მარგველაშვილი ყარაბაღზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, Twitter-ზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დასრულებას ეხმიანება. 

"მშვიდობა ჩვენს დებსა და ძმებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. რეგიონული სტაბიულობა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოითხოვს", - წერს მარგველაშვილი.

ომის დასრულებაზე სალომე ზურაბიშვილმაც დაპოსტა და ფასილიტატორებს გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. 

აქვე, რუსეთმა მთიან ყარაბაღში "სამშვიდობოების" გაგზავნის პროცესი უკვე დაიწყო - ისინი ულიანოვსკის აეროპორტიდან U-76-ის ტიპის თვითმფრინავით გადაჰყავთ. ამასთან, ტერიტიორიაზე, რუსეთის გარდა, თურქეთის ძალებიც განლაგდებიან. 

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული წყაროების ინფორმაციით, სომხეთი თანხმდება, გაიყვანოს სამხედრო ძალა კელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონებიდან. ხოლო აზერბაიჯანი ინარჩუნებს აქტიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად გათავისუფლებულ ტერიტორიებს, მათ შორის ქალაქ შუშას. უკვე ცნობილია, რომ აღდამის რაიონი აზერბაიჯანს 20 ნოემბრისთვის, ქალბაჯარი - 15 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1-ლი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს.

შეთანხმებას სომხეთში არეულობა მოჰყვა - დემონსტრანტებმა ჯერ პარლამენტისა და მთავრობის შენობები დაიკავესმოგვიანებით კი პარლამენტის სპიკერი, არარატ მირზოიანი, მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი