თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები იკრიბებიან. პარალელურად, უკვე 6 საათია სასამართლო ნოდარ რუხაძის, გიორგი მჟავანაძისა და ლექსო მაჭავარიანის საქმეზე მსჯელობს.
ისინი პოლიციამ გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირის ტერიტორიაზე დააკავა.
აქტივისტები პროგნოზს ვერ აკეთებენ, დატოვებს თუ არას სასმართლო ადმინისტრაციულ პატიმრობაში ახალგაზრდებს, თუმცა მბობენ, რომ ყველანაირი მოლოდინი აქვთ და არაფერი გაუკვირდებათ.
სამოქალაქო აქტივისტები საქალაქოს ეზოში ამზადებენ ტრანსფარანტებს საპროტესტო წარწერებით.
პარალელურად კი ცნობილი გახდა ვაკის საოლქო კომისიასთან დაკავებულების შესახებ გადაწყვეტილება. 3 დაკავებულიდან 2 მოსამართლემ ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვა, ერთი კი ჯარიმით გაათავისუფლა.