გიორგი გახარია სომხეთის პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი ტელეფონით სომხეთის პრემიერმინისტრს ესაუბრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.საუბრის თემა - ყარაბაღის კონფლიქტის დასრულება იყო:

მხარეებმა მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და იმედი გამოხატეს მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე. 
პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისთვის - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

 გიორგი გახარია ტელეფონით დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტსაც ესაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი