ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო გადაიდო

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების- ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი ხვალ გაგრძელდება. ორივე დაკავებული მოსამართლემ მრავალსაათიანი სასამართლო სხდომის შემდგ, დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქალაქო სასამართლოში ისინი ხვალ 15 საათზე უნდა მივიდნენ.

მანამდე კი მოსამართლემ 1000 ლარით დააჯარიმა რუხაძესა და მჟავანაძესთან ერთად დაკავებული ლექსო მაჭავარიანი.

სამოქალაქო აქტივისტები პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, შეშის მიტანისთვის გასულ ღამეს, კომენდანტის საათის ამოქმედებამდე დააკავა

დაკავებულებს ბრალად  პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და ხულიგნობა ედებათ.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი