სამგორში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ აქტივისტი, ენმ-ის წარმომადგენელი ბესიკ გაზდელიანი დააკავა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მისი დაკავება სტიკერის გაკვრის მცდელობას მოჰყვა.
საოლქო საარჩევნო კომისიებში დღეს შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების ბოლო დღეა. მას შემდეგ, რაც საოლქო კომისიებში ოპოზიციის თითქმის ყველა საჩივარი უგულებელყოფილია და საჩივრების განხილვაზე უარი თქვა სასამართლომაც, ოპოზიცია ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბა, მიოქალაქეები გაყალბებულ ოქმებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. საოლქო კომისიის სხდომებს პროტესტის ნიშნად ტოვებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.