სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლას მიესალმება და ამბობს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
"მივესალმები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანის ვიზიტს საქართველოში. მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორის აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისთვის", - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერსაა დაგეგმილი. ის საქართველოში წინასწარ დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, პომპეოს ჩამოსვლის მიზნები განმარტა და თქვა, რომ ის ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაღრმავებას, პოლიტიკურ მხარდაჭერასა და რეგიონულ სტაბილურობას.