"შენ დაგიჭერო"- პოლიციის მაღალჩინოსნის ძველი მუქარა მჟავანაძეს და ძალადობრივი დაკავების დეტალები

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივის გიორგი მჟავანაძის მეუღლე, მაიამ ბაჯელიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც მჟავანაძეს დღეს სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯა და ამბობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია და მჟავანაძის მიმართ პოლიცია განსაკუთრებული აგრესიით, 20 ივნისის პროტესტს შემდეგ გამოირჩევა.

ბაჯელიძე ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება წინასწარ იცის ყველამ, გარდა სასამართლო პროცესზე ჩართული მხარეებისა. 

წინასწარ იციან, რომ ვიღაცას დააკავებენ, მოსამართლისთვის უფრო მნიშვნელოვანია პოლიციელს გააგებინოს და ვაჟა სირაძეს გააგებინოს რას აპირებს, ვიდრე ეს გადაწყვეტილება უთხრას დაცვის მხარეს და ბრალდებასაც...თუ ვინემეს ჰგონია დავიღლებით, შეგვაშინებენ, ცდებით... ეგ უკვე გავლილია ბატონო ბიძინა, ბატონო კალაძევ, ვაჟა სირაძე და სხვებო, რომლებც მარიონეტები ხართ და ძალიან მალე დასრულდებით" ამბობს მარიამ ბაჯელიძე.

"სხვა ნანუკა"-ში გააკეთა პირველი კომენტარი ნოდარ რუხაძემაც, რომელიც მოსამართლემ 1 500 ლარით დააჯარიმა 

"ამ პროცესებით კიდევ ერთხელ მტკიცდება როგორი დამონებულია ყველა. ის განაჩენი რომელიც გამოიტანა მოსამართლემ გიორგი მჟავანაძესთან დაკავშირებით, არ ვიცი რა დავარქვა" ამბობს რუხაძე და იხსენებს შემთხვევას, როდესაც მჟავანაძე პოლიციის მაღალჩინოსანი, კახა ბუხრაძე დაჭერით დაემუქრა:

მაშინ, როდესაც ჩვენ ლუკა სირაძის სიკვდილამდე მიყვანის გამო, შსს-თან მივიტანეთ მერხი და სკამი მე და გიორგიმ ამ ამორალური ფაქტის გასაპროტესტებლად, კახა ბუხრაძე პირდაპირ დაპირდა მჟავანაძეს - შენ დაგიჭერო" ამბობს ნოდარ რუხაძე.

რუხაძე ამბობს, რომ განსაკუთრებული ძალადობით გამოირჩეოდა პოლიცია მჟავანაძის დაკავებისას და კადრები, რომელიც სამართალდამცველებმა სასამართლო პროცესზე აქტივისტების წინააღმდეგ წარადგინეს, რეალურად მათ სასარგებლოდ უფრო გამოდგება, რადგან კარგად არის დაფიქსირებული ძალადობა

50-60 პოლიციელი ახრჩობს ადამიანს, ხელში აჰყავს ადამიანი, მიწაზე ანარცხებენ, მანქანში ტენიან, ნახევარ მეტრიანი ჯებირიდან ახუტნებენ და ხელებმოგრეხილი მთელი გზა, მიჰყავთ შსს-ს შენობამდე...გიორგის მთლიანი ჩანაწერში, გიორგის დაკავების პროცესში, გიორგი ითხოვს ხელი გამიშვით, მე თვითონ წამოვალ, იმიტომ, რომ ახრჩობენ ადამიანს, ვეღარ სუნთქავს ადამიანი და ამტომ ითხოვს, რომ ხელი გამიშვით, ემ თვითონ წამოვალ, მაგრამ ამაზე ბრალდების მხარე ამბობს, რომ ეს არის გინება, დაუმორჩილებლობა და ძალადობა პოლიციელების მიმართ - ამბობს რუხაძე.

მისივე თქმით, პოლიციის სამხრე კამერებში, რომელსაც ბრალდება მათ წინააღმდეგ მტკიცებულბად იყენებს, არსად ჩანს დაკავების მომენტი. დაკავების პროცესი კი როგრც რუხაძე ამბობს, ბრალდებამ იმ მოტივით არ გამოითხოვა, რომ "არ სჭირდებოდათ"

სასამართლოს ეზოში შეკრებილმა აქტივისტებმა "მონებო"-ს შეძახილით გააცილეს ტრიტორიიდან ის სამართალდამცველები, რომლებიც სასამართლოზე დღეს მოწმედ დაიკითხნენ და ახალგაზრდების წინააღდეგ მისცეს ჩვენება.

გიორგი მჟავანაძე 3 დღით დააკავეს, ნოდარ რუხაძე 1 500 ლარით დააჯარიმეს 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი