ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გურასპაშვილმა თანამდებობა საკუთარი ნებით გუშინ, 11 ნომებერს დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან მუნიციპალიტეტის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" გუნდის წევრად რჩება და თანაგუნდელებთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს. თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, მერმა თანამდებობა, "ოცნების" დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო ხმების მობილიზების გამო დაკარგა. "მთავარ არხს" ადგილობრივებიც უყვებიან, რომ ზაზა დუგლაძესა და გიორგი გურასპაშვილს შორის არჩევნების გამო დაწყებული დაძაბული ურთიერთობა ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. ხაშურის ყოფილი მერი ადგილობრივების ამ ინფორმაციას უაყოფს და კვლავ იმეორებს, რომ დაკავებული პოსტი საკუთარი ნებით დატოვა.
გარკვევით წერია ყველაფერი, საკმაოდ ვრცლად, შეგიძლაით გაეცნოთ, გამოიტანოთ დასკვნა. - ჩემი გადაწყვეტილებაა და ხომ შემიძლია გადაწყვეტილება მივიღო პირადი, ჩემს საკუთარ თავთან დაკავშირებით, - ამბობს გიორგი გურასპაშვილი.
შეგახსენებთ, ხაშურის მერი არჩევნებიდან რამდენიმე დღეში სკანდალში გაეხვა. "მთავარ არხის" ინფორმაციით, ის სცემეს და თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს.
შემთხვევა მას შემდგ მოხდა, რაც ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ოცნებიდან", ზაალ დუგლაძემ, შეიტყო, რომ არჩევნები პირველივე ტურში ვერ მოიგო და ჩათვალა, რომ გურასპაშვილმა მის სასარგებლოდ არასათანადოდ იმუშავა.
მაშინ ეს ინფორმაცია ყველა მხარემ კატეგორიულად უარყო.