კორონავირუსის მეორე ტალღის სიმძაფრე არ აიყო სათანდოდ შეფასებული - პრემიერი,გიორგი გახარია ამბობს, რომ ევროპაში ლოქდაუნების რაოდენობა იზრდება და უკვე ღაიდ მიანიშნებს, რომ ჯანდაცვის სისტემა ამ მასშტაბის დატვირთავს ვეღარ გაუძლებს.
ოპოზიცა, პრემერიის განაცხდებაში, სწორედ ახალი ლოქდაუნის ამოქმედების საფრთეს ხედავს, რაც სავარუდოდ, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მოხდება.
"თუ ლოქდაუნი იყო საჭირო ეს უნდა გაკეთებულიყო თავის დროზე, ახლა როცა შიდა გადადებებია დაწყებული, ლოქდაუნის აზრი მე არ მესმის. აქ სხვაა ზრია ჩადებული, ისინი ცდილობენ კოვიდი თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ", - თქვა ენმ-ს წევრმა კობა ნაყოფიამ.
მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა არჩევნების გაყალბების შემდეგ საპროტესტო ტალღა ამ გზით ჩაახშოს.
"ჩვენ ეს მონაცემები, რომ არჩევნების შემდეგ იხილავდნენ ჩვენ სრულ ჩაკეტვას გვქონდა და ახლაც მანდ არიან. უბრალოდ ამ ეტაპზე საზოგადოებრივი პროტესტი ისეთია, რომ ვერ გაბედეს ამის გაკეთება. ახლა ეს ბრიყული კომენდატნის საათიც პირველ რიგში მოტევირებულია იმით, რომ სამოქალაქო პროტესტი ჩაახშონ", - თქვა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრის, სერგო ჩიხრაძის განცხადებით, ლოქდაუნი სიტუაციიდან გამოსვალი არაა და მისი ერთადერთი "გამართლება" პოლიტიკური აქტივობის 0-მდე დაწევაა.
პრემიერმა ამ თემაზე დღევანდელ, 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობის სტრატეგია წერტილოვანი შეზღუდვბია და ისინი ამ სტრატეგიას გააგრძელებენ.