ნაწილობრივი ლოქდაუნი შეიძლება კიდევ გაფართოვდეს - ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

საგანგებო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში - ექიმები და ეპიდემიოლოგები ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ.

უმძიმესი ეპიდემილოგიური ვითარების ფონზე, ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.

არ არის გამორიცხული ქვეყანაში ისევ სრული ლოქდაუნი გამოცხადდეს, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ შეზღუდვებზე საუბრობს.

"ნაწილობრივი ლოქდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში არის, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება კიდევ გაფართოვდეს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. მაგრამ სრული ლოქდაუნი, ამ ეტაპზე არ განიხილება" - ამბობს გამყრელიძე

ლოქდაუნზე განცხადება დღეს პრემიერმინისტრმა ისაუბრა და მაგალითად მსოფლიოს ის ქვეყნები მოიყვანა, სადაც ისევ იძულებული  გახდნენ მკაცრ შეზღუდვებზე გადასულიყვნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი