ხელისუფლებამ სამოქალაქო აქტივისტების დევნა დაიწყო - აბსურდული საქმის აბსურდული გადაწყვეტილებები

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების პარალელურად სამოქალაქო აქტივისტების პოლიტიკური დევნა დაიწყო.

უფლებადამცველების შეფასებით, სასამართლო სრულ აბსურდშია, რადგან ერთი და იმავე მუხლით დაკავებული ორი პირიდან ერთს, მთავარი არხის ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს ნოდარ რუხაძეს  1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მეორეს კი სამდღიანი პატიმრობა. ადვოკატები ამ მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება პოლიციელების ცრუ ჩვენებების საფუძველზე მიიღო, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი სამხრე კამერები არ მუშაობდა. სირცხვილიას წევრები არ გამორიცხავენ, რომ აქტივისტების პოლიტიკური დევნის ეს საქმე  სტრასბურგამდე მივიდეს.

გიორგი მჟავანაძის მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებამ მასზე შური იძია იმის გამო, რომ პოლიციელები ძალადობასა და შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. ახალგაზრდა აქტივისტი ყვებოდა, რომ დაკავებისას მასზე იძალადეს. 

პატიმრობის მისჯამდე გიორგი მჟვანაძემ საქმის აბსურდულობაზე ისაუბრა და მოყვა რომ სასამართლოზე ცრუ ჩვენება მის წინააღმდეგ პოლიციელმა მისცა, რომელიც ამტკიცებდა, რომ აქტივისტების დაკავებაში მონაწილეობდა, თუმცა მჟავანაძე იხსენებს, რომ ეს სამართალდამცველი ადგილზე იმ დროს საერთოდ არ იყო და ზუსტად ახსოვს ვინ დააკავა.

გიორგი მჟავანაძის მეუღლე, მაიამ ბაჯელიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია.  მჟავანაძის მიმართ პოლიცია განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. მისი მარნეულში გადაყვანაც ამის ნიშანია. გიორგი მჟავანაძე იყო ერთ-ერთ ინიციატორი შსს-სთან გამართული აქციის, როცა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, კახა ბუხრაძე მას დაჭერით პირადად დაემუქრა. 

მჟავანაძე მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დამატებით კითხვის ნიშნებს ეს ფაქტიც აჩენს. 

ადვოკატისთვის და დაკავებულის მეგობრები ფიქრობენ, რომ ამით სამოქალაქო პროტესტით შეშინებულმა აქტივისტებმა თავი დაიზღვიეს, რომ აქციები თბილისის დაკავების იზოლატორთან არ გაგრძელებულიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი