გულანთებულ გულშემატკივრებს ფიზიკურად უსწორდებიან და არბევენ - ნიკა გვარამია GFF-სთან ჩხუბზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებსა და მშვიდობიან აქტივისტებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და წერს, რომ მშვიდობიან, გულანთებულ გულშემატკივრებს ფეხბურთელები ფიზიკურად უსწორდებიან.

"კრიმინალური ფეხბურთი! უზარმაზარი კორუფცია აღარ იკმარეს, კენჭს იყრიან, აგებენ და მელიას და ნათელაშვილს (ანუ საკუთარ ხალხს) ხმებს პარავენ და მანდატებს იპარავენ; ახლა უკვე საერთოდ საშინელება და აქამდე არნახული ამბავი საფეხბურთო სამყაროში - მშვიდობიან გულანთებულ გულშემატკივრებს ფეხბურთელები (ხალხო, ფეხბურთელები!) ფიზიკურად უსწორდებიან და მონა-პოლიციელებთან ერთად არბევენ!" - წერს ნიკა გვარამია. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ყველას და ყველაფერს ანადგურებს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 ნოემბეს სამოქალაქო აქტივისტები ფეხბურთის ფედერაციასთან ისტორიულ მატჩზე პრივილეგირებული ადამიანების დასწრებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებს სურდათ, რომ კანცელარიაში სიმბოლურად წითელი ბარათი, ჩაფუშული ბურთი და ორუელის "ცხოველების ფერმა" დაეტოვებინათ, რასაც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. 

დაშავებულია, სავარაუდოდ 2 ადამინი, მათ შორის ერთს, დაზიანებები თავისა და თვალის არეში აქვს მიღებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი