ფეხბურთის ფედერაციასთან აქტივისტებსა და ფედერაციის თანამშრომლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ადგილზე მყოფი ყოფილი ფეხბურთელები გამოეხმაურნენ. გიორგი ნემსაძე ამბობს, რომ არ იცის ვინ შიადგინა სია, რომლის მიხედვითაც ისტორიულ მატჩს გარკვეული პირები სტადიონიდან ადევნებდნენ თვალს. მისივე განცხადებით, ჩვეულებრივი ამბავია, თუ ქვეყნის ხელმძღავენელბი VIP ლოჟაში იყვნენ და თამაშსს უყურებდნენ მაშინ, რომცა სტადიონზე გულშემატკივრების დასწრება აკრძალული იყო.
"შორს ვარ ეგეთი რაღაცისგან იმიტომ, რომ ვინ აკეთებს, რას აკეთებს, ვიცი, რომ არავინ არ ესწრებოდა და იყვნენ მხოლოდ თანამშრომლები, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ ოფიციალურად. რასაც ვუყურებდი ეგენი იყვნენ მეტი არავინ, გულშემატკივრები იმიტომ არ დაესწრნენ, რომ ეს განხეთქილება არ მომხდარიყო. მთავრობის წარმომადგენლები შეიძლება ყოფილიყვნენ VIP-ში, რა მოხდა ეხლა, სახელმწიფოს ხელმძღვანელები არიან, ჩვენი ქვეყნის, ეს ახლა არ არის ახალი, ყველა ქვეყანაში ხდება", - ამბობს გიორგი ნემსაძე.
ასევე, ყოფილი ფეხბურთელის ლევან ცქიტიშვილის თქმით, აქტივისტები შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ და "ცუდად იქცეოდნენ". მის თქმით, "მოსახვედრს მოხვდა".
"ჩვენც ქართველები ვართ და ვერავის ვერ ავიტანთ გინებას, დედის გინებას, მოსახვედრს მოხვდა, ვინც საჭირო იყო, დაკეტილია, პანდემიაა, არ მუშაობს (კანცელარია) და ვერ გაიგეს?! ვისაც მოსახვედრი იყო, უნდა მოხვდეს", - თქვა ლევან ქციტიშვილმა.
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ თქვა, რომ სანამ სიტუაცია არ დამშვიდდება და "აჟიტირებული ხალხი" არ დამშვიდდება კომენტარს ვერ გააკეთებდნენ. გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა კი განაცხადა, რომ აქ შეკრებილ აქტივისტები გულშემატკივრობასთან არაფერ კავშირში არ აირან და ისინი კონკრეტული პარტიისა და პირების მიერ იმართებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 ნოემბეს სამოქალაქო აქტივისტები ფეხბურთის ფედერაციასთან ისტორიულ მატჩზე პრივილეგირებული ადამიანების დასწრებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებს სურდათ, რომ კანცელარიაში სიმბოლურად წითელი ბარათი, ჩაფუშული ბურთი და ორუელის "ცხოველების ფერმა" დაეტოვებინათ, რასაც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.
დაშავებულია, სავარაუდოდ 2 ადამინი, მათ შორის ერთს, დაზიანებები თავისა და თვალის არეში აქვს მიღებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.