გამოიკვეთა ე.წ. ელიტა, ვისთვისაც ყველაფერი შეიძლება და დანარჩენებისთვის არაფერი - ხათუნა გოგორიშვილი

გამოქვეყნდა:

ისტორიული საფეხბურთო მატჩის შემდეგ, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ ქვეყანაში გაჩნდა ე.წ. კასტა, რომლისთვისაც ყველაფერი შეიძლება.

ამ ყველაფრის მაგალითად "ევროპული საქართველოს" წევრს, ხათუნა გოგორიშვილის სტადიონს გარეთ დაჯარიმებულ გულშემატკივრები მოჰყავს:

გუშინდელი დღის მერე, როდესაც პირდაპირ ხალხს შეაფურთხეს, მე არა ვარ ფეხბურთის გულშემატკივარი,  მაგრამ მეც კი, რომელიც არ წავიდოდი სტადიონზე, მეც კი ვიყავი შეურაცხყოფილი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ დახარისხება მოხდა ამ ქვეყანაში ადამიანების, რაღაცა გამოიკვეთა ე.წ. ელიტა, რომლებისთვისაც ყველაფერი შეიძლება და დანარჩენებისთის არაფერი შეიძლება და ამის ნათელი მაგალითი იყო დაჯარიმებული გულშემატკივრები სტადიონის გარეთ.

გუშინდლის მერე ხალხისადმი დამოკიდებულება იმდენად დემონსტრირებული იყო, რომ დღევანდელი სხდომა უბრალოდ ამ ჯაჭვში ჩაწერილი კიდევ ერთი ფაქტი- აი ასე მინდა, ამბობს ბიძინა ივანიშვილი და ამას ვაკეთებ, ვნახოთ თქვენ რას გააკეთებთ, აი ამას გვეუბნება და ამაზე პასუხი არის ერთადერთი, ვისაც ეს აბრაზებს და ვისაც ამით თავმოყვარეობა ელახება, ხვალ ყველა უნდა იყოს სამ საათზე რუსთაველის პროსპექტზე, სხვა გამოსავალი არ არის. 

ბიძინას არაფრის ეშინია ... ხალხის ეშინია ხალხო, ჩვენი ეშინია და ჩვენ თუ ამაზე ხმას არ ამოვიღებთ იმაზე რომ კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, საარჩევნო კოდექსიც თავზე გადაგვახიეს ყველანაირი მორალი თავზე გადაგვახიეს თუ ამას შევეგუებით ღირსი ვარტ დ დამთავრებულია ამბავია, ამიტომ ერტადერთი გამოსავალი არის ამის გაპროტესტება." ამბობს გოგორიშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში."

შეგახსენებთ, რომ გუშინ დინამო არენაზე, საქართველოსა და მაკედონიას შორის, ისტორიული მატჩი შედგა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა.

მატჩს ძირითადად მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტადიონის ირგვლივ შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი კი, 22:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვის გამო, დააჯარიმეს.

ცნობისთვის, UEFA–მ საქართველოს, COVID-19–ის რეგულაციების დაცვით, მაყურებლის ნაწილის სტადიონზე დაშვების ნებართვა მისცა, სახელმწიფომ კი შანსი ვერ გამოიყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი