რუსი და ჩრდ. კორეელი ჰაკერები COVID-19 ვაქცინის მკვლევრებზე კიბერშეტევას ახორციელებენ

გამოქვეყნდა:

რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერები COVID-19 ვაქცინის მკვლევრებზე ჰაკერულ თავდასხმას ახორციელებენ. ინფორმაციას Microsoft-ის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც Microsoft-ში ამტკიცებენ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ფარმაცევტული კომპანიებისა და ლაბორატორიების წინააღმდეგ მიმართული კიბერშეტევა არაერთხელ შეაჩერეს.

კორონავირუსის პანდემია ზამთარში გაცილებით მწვავდება, სიკვდილიანობისა და ინფექციების გავრცელების რიცხვი იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ნიღბების ტარება და სოციალური დისტანცირება ხელს შეუწყობს შემთხვევების შემცირებას, მკვლევრები ცდილობენ შექმნან ვაქცინა, რომელიც პანდემიას მუდმივ გამოსავალს მისცემს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ფარმაცევტული კომპანიის, Pfizer და გერმანული BioNTech თქმით, მათ მიერ შემუშავებული COVID-19-ის პოტენციური ვაქცინა 90%-ით ეფექტურია. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. 

ვაქცინა დამატებით შემოწმებას ნოემბრის მე-3 კვირაში გაივლის. დატესტვის ფაზაშია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად მომზადებული პოტენციური ვაქცინაც. 

აშშ–ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინები აშშ–ში დეკემბრიდან ჩაეშვება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი